დასახელდა ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ტოპ–ხუთეული

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა მას შემდეგ, რაც რობერტო მანჩინი ს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, – წერს გაზეთი The Mirror-ი.
იტალიელმა სპეციალისტმა ერთი წლის განმავლობაში 21.5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო, მაგრამ ახლა პირველობა გვარდიოლასკენ გადავიდა, რომელიც წელიწადში 20 მილიონ ფუნტს იღებს.
მეორე ადგილზეა „არსენალის“ დამრიგებელი მიკელ არტეტა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააგრძელა კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან და მისი ხელფასი 9 მილიონიდან 15 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.
პირველ სამეულს ავსებს მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, რომელიც წელიწადში 13 მილიონ ფუნტს იღებს. 5-ში ასევე შედიან „რეალისა“ და „ფენერბახჩეს“ დამრიგებლები – კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიო.