დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია

„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი“ და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის – რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს“.
მისი თქმით, როცა პარტნიორი პარტნიორთან სანქციებს მიმართავს და ამას მეგობრობას უწოდებს, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია.
„ასე, რუსეთი რომ შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია განახორციელა, მასაც არ უთქვამს – ეს ქვეყანა უნდა დავიპყროო, არამედ, მანაც თქვა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის უფლებები ირღვევა და მათ დასაცავად შემოვდივარო. ეს იყო ფარი, რეალურად კი ოკუპაცია მოახდინა. დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელია.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც