დასავლეთმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს – გათავისუფლდა ვადიმ კრასიკოვიც

თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა.
-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა. რაც შეეხება რუსეთს, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში თქვეს, რომ გაცვლის შედეგად ქვეყანაში 8 მოქალაქე დაბრუნდება.
რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნა გათავისუფლებულთა სია, რომლის თანახმადაც, რუსეთში, მათ შორის ბრუნდება გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, FSB-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილე ვადიმ კრასიკოვი.
ამასთან, -მა რუსეთს გადასცა სამი ადამიანი, რომელიც აშშ-ის ციხეში იმყოფებოდა – რომან სელეზნევი, ვლადიალავ კლიუშინი და ვადიმ კონოშენკო. ასევე, არტემი და ანა დულცევები – მეუღლეები, სლოვენიელი არალეგალები და მიხაილ ვალერიევიჩ მიკუშინი – ნორვეგიაში არალეგალურად მცხოვრები რუსი ემიგრანტი, ასევე, პაველ რუბცოვი – რუსეთის ჯაშუში.
რაც შეეხება რუსეთის მიერ გადაცემულებს, მათ შორის არის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები – ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი.
ასევე, სიაში მოხვდნენ: The Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რუს-ამერიკელი რედაქტორი ალსუ კურმაშოვა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, გერმანიის 19 წლის მოქალაქე კევინ ლიკი, აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ასევე, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატი გერმან მოიჟესი.
კრემლის კრიტიკოსსა და რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას, სავარაუდოდ, აშშ-ში გადაიყვანენ. კარა-მურზა დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა და მწვანე ბარათს ფლობს. სწორედ ის ახსენა ჯო ბაიდენმა გაცვლასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დასაწყისშივე:
“დღეს ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, რომლებიც უსამართლო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რუსეთში ციხეებში, ბოლოსდაბოლოს შინ ბრუნდებიან: პოლ უილიანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა”, – თქვა ჯო ბაიდენმა.
გარდა ამისა, დღეს ბელარუსმა გაათავისუფლა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი.
თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს ჯო ბაიდენის გვერდით ტრიბუნასთან პატიმრობიდან გათავისუფლებული აშშ-ის მოქალაქეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)