დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის – ამბობს ნატოს მაღალჩინოსანი წვრთნების წინ

ნატო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დასავლეთი უფრო მეტად უნდა მოემზადოს მოულოდნელობებისთვის, მათ შორის რუსეთთან ომისთვის – იმ ფონზე, როცა ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალე ორი წელი შესრულდება და უკრაინის ზოგიერთ დასავლელ მოკავშირე ქვეყანაში ღრმავდება შეშფოთება ამ ომით გამოწვეულ დაღლილობაზე.
“უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავადი მოცემულობა არაა ის, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს. და ამიტომაც ჩვენ [ნატოს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის”, – თქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში, ცივი ომის შემდეგ ალიანსის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნის დაწყების წინ.
ალიანსი მძლავრად უნდა იყოს მობილიზებული და “მოულოდნელს უნდა ელოდეს”, – თქვა ბაუერმა და დასძინა: “სრულად ეფექტურები რომ ვიყოთ, მათ შორის მომავალშიც, ჩვენ გვჭირდება ნატოს საბრძოლო ტრანსფორმაცია”.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორი პისტორიუსი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ომი შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს. “კრემლისგან მუქარა თითქმის ყოველდღიურად გვესმის – ახლახან კვლავ ბალტიის ქვეყნებში ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ”, – უთხრა პისტორიუსმა გამოცემა Tagesspiegel-ს 19 იანვარს.
მომზადების პროცესის გასაძლიერებლად, ნატო მომავალ თვეში დაიწყებს წვრთნას Steadfast Defender 2024, რომელიც მაისამდე გაგრძელდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 90 000-მდე სამხედრო. ისინი ივარჯიშებენ ნატოს რეგიონული გეგმების სისრულეში მოყვანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ