დასავლეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას

ევროპა მხარს დაუჭერს ს იქამდე, სანამ ის “საბოლოოდ თავისუფალი არ გახდება”. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კიევში შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ს მიერ გაჩაღებული ომის მეორე წლისთავზე უკრაინაში ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო.
სტუმრები ქვეყნის პრეზიდენტ, სთან ერთად იმყოფებოდნენ გოსტომელის აეროპორტში, სადაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს რუს მედესანტეებს.
დღესვე ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსაც შეხვდა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოთხნახევარი მილიარდი ევროს მოცულობის პირველ ფინანსურ დახმარებას უკრაინა უკვე მარტში მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა