დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით – პრემიერი

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით.
„ოპოზიციას ჰქონდა ჭარბი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დაზიანდებოდა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ეს მოლოდინები არ გამართლდება. ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ამ გზაზე ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა