დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, მ რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ფესტივალის, კინო გამარჯვებისთვის მონაწილეებს მიმართა.
ზელენსი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ბუჩას და მარიუპოლს არასოდეს დაივიწყებს.
“დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს. ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ.
კინო ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი – ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ – უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან, ნებისმიერი დეზინფორმაციული ქარიშხლის მიუხედავად. ხელოვნება ჩვენს მხარეზე იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს ში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.