დარწმუნებული ვარ, თბილისელ ამომრჩეველს სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს

„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ეხლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე – ანუ, ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს “ებარებოდნენ” – სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არა აქვთ“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ქართველიშვილის თქმით, ს თბილისის მერობის კანდიდატურაზე ალტერნატივა არ აქვს.
„სოლოლაკში დავიბადე, საბურთალოზე გავიზარდე, ეხლა შეგნებულად ამოვეწერე თბილისიდან და ძეგვში ჩავეწერე – ანუ, კახი კალაძე ჩემი ასარჩევი არაა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელ ამომრჩეველს, სულ რომ ფანტასტიკურ ვერსიებს “ებარებოდნენ” – სხვა მსგავსი წონადი ალტერნატივა უბრალოდ არა აქვთ. კალაძის ოპონენტებმა ეს მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. საარჩევნო პროცესი დიდი ხანია ფარსად გადააქციეს, ყოველ ჯერზე საკუთარ ამომრჩეველს მათთვის რეპუტაციული ზიანის ხარჯზე (არაა “ნაცობა” დღეს საამაყო პოზიცია) ემუდარებიან საარჩევნო უბნებში მისვლას – ყოველ ჯერზე მათი შემდგომი “გადაგდების” მიზნით.
კალაძეს საკუთარი ამომრჩევლის “გადაგდება” აზრად არ მოსვლია არასდროს. შეიძლება რაღაც არ გამოსდიოდა, შეიძლება მისი გუნდი ვერ მუშაობდა რიგ შემთხვევაში მწყობრად – მაგრამ კალაძე პრობლემებს გაქცეოდა ან დამალულიყო სადმე, ეს არც მინახავს და გამორიცხულიც არის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასარჩევი – მცხეთის მერია, ჩემი შვილების და შვილიშვილების ქალაქს მინდა ვუსურვო ღირსეული “მამასხლისი”. აქ კი – კახი კალაძეს ალტერნატივა არა აქვს…“-წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა

შე დეენემით ნაციონალო, ბიძინა ივანიშვილთან მიგაგზავნეს და გინდა დალაგება, რომ შენი პატრონები, “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები გადარჩნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ილაპარაკებ კორუფციულ სქემებზე?