დარწმუნებული ვარ გავა წლები და ეს ადამიანი მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი – მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე

აღიარება და ცინიზმი – ასე აფასებს ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას “მოლოტოვის კოქტეილის” სროლასთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
“ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება. მაგრამ, როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ესე ცინიკური განცხადებებით გამოდის, ეს არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება. ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც ამას აქეზებენ, ამას ამართლებენ.
შესაბამისად, ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ცინიკური დამოკიდებულება, რაც არის უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხარო. მე დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ, არის წარმოუდგენელი და უპატიებელი,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში