დარჩიშვილი: ამ კანონის ევროინტეგრაციასთან დაკავშირება არასწორი მიდგომაა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ რუსული კანონის ევროინტეგრაციასთან რამე ფორმით დაკავშირება “არასწორი მიდგომა. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
“ამომისმენია ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ კანონის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირება სწორი მიდგომა არ არის. ევროკავშირში ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგთან, რომლებზეც შევთანხმდით და გვაქვს რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ და ამას შევასრულებთ, რაც აუცილებლად მთავარი პირობა უნდა იყოს იყოს, რომ საქართველო გადავა შემდეგ ფაზაში. ესაა მოლაპარაკებების გახსნა.
ამ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ მთავარი არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის მთავარი ქვაკუთხედი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა. ყველა ვალდებულია, იყოს ანგარიშვალდებული ქართველ ხალხთან. ამ კანონმა არ უნდა შეუშალოს ხელი და ვერ შეუშლის ხელს ევროინტეგრაციას. ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული რეკომენდაციებთან, რომლებიც მოგვცა ევროკომისიამ და ეს ევროსაბჭომ დაადასტურა. შესაბამისად, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ დღის წესრიგზე, რომელიც შევათანხმეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. გამჭვირვალობის კანონი კი ჩვენს ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას და ევროპულ სტანდარტებს ემსახურება”, – თქვა დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
დღეს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკმა ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს კანონი არ არის კარგი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არც ევროპულია და არც ამერიკული.