„დარიალის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტიდან „დარიალი“ დროებით გაიყვანეს საქართველოს საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებული ევაკუაცია საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე მიიღეს სასიგნალო შეტყობინება.
-ს ცნობითვე, ტერიტორიას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან ათვალიერებენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები. პრევენციის მიზნით დაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო