დარახველიძე ადასტურებს, რომ მორზა კეზევაძე გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის

ტვ პირველის ინფორმაცია დადასტურდა – შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძე გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის.
დარახველიძე ამტკიცებს, რომ სანქცირებულმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები, – აღნიშნა დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს