ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო. ხმაური ოპოზიციის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოზურგეთის ბაღებში კვების, მოუწესრიგებელი სტადიონების საკითხებზე, სტიქიით დაზარალებული და ინფრასტრუქტურული პრობლემების მქონე მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა.
უმრავლესობამ კი ოპოზიციის წევრებს პროვოკაციასა და უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სხდომაზე გაასაჯაროვეს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის ბაღებში შეტანილი ხორცი უსაფრთხო და ვარგისია.