დაპირისპირება ბათუში – მახვილაურის დასახლებაში ადგილობრივები სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ

ხმაური და დაპირისპირება ბათუში – მახვილაურის დასახლებაში ადგილობრივები სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ.
ისინი აცხადებენ, რომ კომპანია უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს და ტერიტორიიდან არც სამშენებლო ნარჩენები არ გააქვს. შედეგად ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ და საფრთხე ექმნებათ.
დაბზარულია ყველაფერი, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ამ ადამიანებზე ყოველდღიურად პრობლემებს უქმნიან. მე კომპანიასთან მაქვს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც შეპირდა ამ მოსახლეობას, რომ აქ ბაღნარს გახდიდა, როდესაც სამუშაოები დასრულდებოდა, თუ რა დატოვეს აგერ ხედავთ.
ამიტომ ვინც გასცა ნებართვა, გააუქმოს ეს ნებართვა. კომპანიამ ეს ტერიტორია გაასწოროს და შეუქმნას ამ ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ეს დაინგრას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 კვირის თავზე ვაპირებთ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას,” – ამბობს მოქალაქე.