დაპატიმრების მესამე წლისთავზე ნავალნი ამბობს, რომ პუტინის ძალაუფლების სისტემა “ტყუილებზეა დაფუძნებული”

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, , ფართოდ გავრცელებული შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის მესამე წლისთავზე აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი ძალაუფლების მოდელი “არ არის სიცოცხლისუნარიანი, რადგან ტყუილებზეა დაფუძნებული”.
ნავალნის მოკავშირეებმა YouTube-ით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ახსნილია რატომ გადაწყვიტა ნავალნიმ 2021 წლის 17 იანვარს რუსეთში დაბრუნება – ის დააპატიმრეს მაშინვე, როცა გერმანიიდან დაბრუნდა. ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა მოწამვლის შედეგებს, ევროპული ლაბორატორიების დასკვნით ის მოწამლული იყო “ნოვიჩოკის” ტიპის, საბჭოთა სტილის ნერვულ-პარალიზული ნივთიერებით.
“მაქვს ჩემი ქვეყანა და ჩემი რწმენა. და არ მინდა დავთმო ჩემი ქვეყანა და ჩემი რწმენა. ვერ ვუღალატებ ვერც პირველს და ვერც მეორეს. თუკი თქვენი რწმენა რაღაცას ნიშნავს, მზად უნდა იყოთ მისი დაცვისთვის. და თუ საჭიროა, მსხვერპლის გაღებისთვის” – წერია ნავალნის განცხადებაში.
“დაბრუნებით შევასრულე ჩემი ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა… აღმოჩნდა, რომ საფასური უნდა გადავიხადო პატიმრობით სამარტოო საკანში, ჩემი უფლებისთვის მქონდეს და ვაცხადებდე ჩემს რწმენას. ცხადია, ციხეში ყოფნა არ მომწონს. მაგრამ ჩემს იდეებს და სამშობლოს არ დავთმობ” – ამბობს ნავალნი.