დანიის საგარეო: EPC არაა EU-ის ფორმატის შეხვედრა, [მიწვევა] არ ცვლის პოზიციას საქართველოსადმი

ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია Facebook-ზე ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი EPC-ის რიგით მე-7 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ხვალ გაიმართება.
ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში (EPC) მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
ფორმულამ ირაკლი კობახიძის EPC-ის სამიტზე მიწვევასთან დაკავშირებით დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართა, რაზეც სამინისტროში განაცხადეს, რომ EPC არ არის ევროკავშირის ფორმატის შეხვედრა და EPC-ის ჩარჩო არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით.
“ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი (EPC) პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის უფრო ფართო ევროპული ფორუმია. აგრძელებს მონაწილეობის ფორმატს, რომელიც დადგენილია ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წინა ექვსი შეხვედრის დროს, მათ შორის ალბანეთში 2025 წლის მაისში გამართული ბოლო შეხვედრის დროს. შესაბამისად, საქართველოც მიწვეული იქნება კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ზე.
EPC არ არის ევროკავშირის ფორმატის შეხვედრა და EPC-ის ჩარჩო არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო”, – განაცხადეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალატოზიშვილი: ხომ იწონებთ თავს, შემდგარი სახელმწიფო ვართო! რატომ ვერ იცავთ ბავშვებს თქვენ მიერ სასათბურე პირობებში გაზრდილი მოძალადეებისგან?! ვერ იცავთ კი არა, თქვენი წახალისებულია ეს ძალადობა

ჩიტაშვილი: „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი, რომ არსებულიყო ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული „ნოუ-ჰაუ“, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე