დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივესალმებით იმ ფაქტს, რომ -მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ -მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე „იმაზე უკეთეს ნოტაზე დასრულდა, ვიდრე დაიწყო“.

„ახლა, მოდით, დავსხდეთ და განვიხილოთ, თუ როგორ მოვაგვაროთ არქტიკაში უსაფრთხოების საკითხების შესახებ აშშ-ის შეშფოთება, დანიის წითელი ხაზების პატივისცემით“, – აღნიშნა რასმუსენმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების მიღწევა „დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემით“ მოხდეს.