დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მას სურს, დანიის დაქვემდებარებაში მყოფი კუნძული გრენლანდია აშშ-ს შეუერთდეს.
დანიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული მის მოსახლეობას ეკუთვნის.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ დანიის მთავრობის თვალსაზრისით, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“, – თქვა მან.
პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა გრენლანდიის „შესყიდვის“ სურვილი, რის გამოც დანიამ განაცხადა, რომ კუნძული „არ იყიდება“.
2024 წლის დეკემბერში ტრამპმა განაახლა მსგავსი განცხადებები. ამავდროულად, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი კუნძულის დანიისგან დამოუკიდებლობის კამპანიას აძლიერებს.