დანიის პრემიერი – თუ გადაწყვეტს, რომ ნატო-ს წევრზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს, მაშინ ეს ყველაფერს გააჩერებს, მათ შორის ნატო-ს

თუ ნატო-ს წევრს თავს დაესხმება, მაშინ ეს ალიანსის დასასრული იქნება, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.
დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
„თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ნატო-ს წევრზე სამხედრო თავდასხმა განახორციელოს, მაშინ ეს ყველაფერს გააჩერებს, მათ შორის ნატო-საც და იმ უსაფრთხოებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.
„გრენლანდიის შესახებ დაახლოებით 20 დღეში ვისაუბროთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ