დანიის მინისტრი ევროპის საკითხებში – გვაქვს რეგიონული მიდგომა ევროკავშირის გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მოლდოვასა და უკრაინის გაცალკევება უკრაინის მიმართ უსამართლო იქნება, – ამის შესახებ დანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში, მარი ბიერემ კოპენჰაგენში, არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს რეგიონული მიდგომა გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება. გაფართოების პროცესში ახალი იმპულსის მიზეზი უკრაინაა. ეს გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ახლა საქმე უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მარტო დატოვება უსამართლო იქნება. უკრაინასთან დაკავშირებითაც წინ უნდა წავიდეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, კოპენჰაგენში დღეს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?