დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, მოვუწოდებ, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს –

დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, მგონი, ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ განაცხადა.
ჟურნალისტებმა ზარქუას კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“.
ზარქუამ მოუწოდა ელჩს, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს.
„როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და როგორ გინდათ, მაგრამ ვერ ეღირსებით. დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, სიცრუე, დეზინფორმაციული და თავხედური. მგონი, დანიის ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება. ქალბატონო ელჩო, დანიშნულო ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში. როცა მთელი რიგი წარმატებები გვაქვს, მათ შორის კანონის უზენაესობით ვუსწრებთ კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას, ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს და ბიუჯეტის ღიაობით და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და ვუსწრებთ საც. ეს არის მოცემულობა, რომელიც ს გუნდმა შექმნა და მოიტანა. მის განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება, ჰქონდეს – პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი, ევროკავშირი ვმუშაობთ. მოვუწოდებ, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს. არ ვიცი, მსგავსი განცხადება შეცდომით თუ გამიზნულად გააკეთა, მაგრამ ორივე შემთხვევაში, დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს დაიბარებს და მას ახსნა-განმატებებს მოსთხოვს. ვურჩევდი, საზოგადოებას ამ განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე და წერტილი დაუსვა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას“