დანიის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ფილმის „ლურჯი მოცვი“ მსოფლიო პრემიერა შედგა

დანიის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე – CPH:DOX ქართველი რეჟისორის, ელენე მიქაბერიძის ფილმის „ლურჯი მოცვი“ მსოფლიო პრემიერა შედგა.
ფილმი ს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქართველი ოჯახის, მათი ყოველდღიურობის, გამოწვევებისა და ოცნებების შესახებ მოგვითხრობს.
კინოჩვენებამ დანიური საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და მაღალი დასწრებით გამოირჩეოდა.
აღსანიშნავია, რომ CPH:DOX ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც კოპენჰაგენში ყოველწლიურად იმართება და აერთიანებს როგორც ცნობილ, ისე დამწყებ ნიჭიერ რეჟისორებს მსოფლიოს მასშტაბით.