დანია ფრენებზე „მწვანე გადასახადის“ შემოღებას გეგმავს

დანიის ხელისუფლებამ ავიამგზავრებისთვის “მწვანე გადასახადის” შემოღება დააანონსა, რომლის გადახდაც მგზავრს ყველა რეისზე მოუწევს.
გადასახადის მოცულობა მარშრუტის სიგრძეზე იქნება დამოკიდებული. შიდა ფრენებზე ეს იქნება დაახლოებით $9, შუალედურ ფრენებზე – $35, შორ დისტანციურ ფრენებზე – $56.
„მწვანე გადასახადიდან” მიღებული შემოსავლის ნახევარი შიდა ფრენებზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებაზე გადასვლას მოხმარდება. ხოლო მეორე ნაწილი ხანდაზმულთათვის პენსიების ზრდას.
ეს ინიციატივა არის ქვეყნის კიდევ ერთი მცდელობა საავიაციო ინდუსტრიიდან ემისიების მინიმიზაცია მოახდინოს. პროექტის განხორციელება 2025 წელს დაიწყება.
ავიანიუსი