დანია მთელ თავის არტილერიას უკრაინას გადასცემს

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია ს გადასცეს.
ფრედერიკსენი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები გადასცენ უკრაინას, რადგან ახლა ეს მათ უფრო სჭირდებათ.
“უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ”, – აცხადებს დანიის პრემიერ-მინისტრი.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ F-16 ტიპის მოერიშე თვითმრინავების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას თქვა, რომ მათი რიცხვი შეიძლება იყოს იმაზე მეტი („იქნება 24 შესაძლოა, მეტიც“) ვიდრე ეს მოსალოდნელია.
ჩეხეთის პრეზიდენტის ჩეხეთის პრეზიდენტმა ს თქმით კი, ქვეყნის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ დაახლოებით ნახევარი მილიონი 155 მმ-იანი ჭურვის და 300 ათასი 122 მმ-იანი ჭურვს მიაკვლიეს. მათ დაფინანსების გამოჩენის შემთხვევაში უკრაინაში რამდენიმე კვირაში გადაიტანენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის არმიაში იარაღის, განსაკუთრებით საარტილერიო და შორი მოქმედების იარაღის დეფიციტი აძლიერებს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.