დანია ბირთვული ენერგიის გამომუშავებაზე 40-წლიანი აკრძალვის მოხსნას განიხილავს

დანია ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბირთვულ ენერგიაზე 40-წლიანი აკრძალვის მოხსნას განიხილავს, განაცხადა მ ენერგეტიკის მინისტრმა, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას აღნიშნავს ქვეყანაში, რომელმაც პრიორიტეტად ქარისა და მზის ენერგიის გაფართოება დაასახელა.
დანიის მთავრობა გააანალიზებს ახალი ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიების პოტენციურ სარგებელს, ხოლო ანგარიში, სავარაუდოდ, მომავალ წელს იქნება მზად, განუცხადა კლიმატის, ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მინისტრმა ლარს ააგაარდმა დანიურ გაზეთ „პოლიტიკენს“ სამშაბათს გვიან გამოქვეყნებულ ინტერვიუში.