დანიაში, კოპენჰაგენის საფონდო ბირჟის ისტორიულ შენობაში ხანძარია

კოპენჰაგენში, საფონდო ბირჟის, ისტორიულ, ძველ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის საკულტო დრაკონების კუდი, რომელიც სახურავზე დაეცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, შენობაში, რომლის ფორმა ოთხი დრაკონის გადახლართული კუდით სრულდება, ცეცხლი სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა.
შენობაში დანიის საფონდო ბირჟა აღარ არის, მაგრამ ის დანიის სავაჭრო პალატის შტაბ-ბინას ემსახურება.
კოპენჰაგენის პოლიცია მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე