დანიამ 3 მილიონი კრონა გამოიყო, რითაც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს.
“მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, ევროპის საბჭოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, საქართველოში. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს. მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.
დანია მრავალი წელია მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში და, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.