დანაშაულებრივი ჯგუფმა $2 მლნ გაათეთრა – პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დანაშაულებრივი ჯგუფის 4 პირი დამნაშავედ ცნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გაათეთრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს.
-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მსჯავრდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი გაათეთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადღებული 2 000 000 ლარამდე ოდენობის ფულადი თანხა, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.