“მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის “მხედრიონია” – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.
ეს გასამართლება პოლიტიკური შეკვეთის მცდელობაა. მე მაშინ მომინდა ქვეყნიდან წასვლა, როცა წერილი მომივიდა, რომ ციხეში გაგჭყლიტავო. თვითმფრინავში დამხვდა ანრი ოხანაშვილი, სადაც მე ტომარაჩამოფარებული ვიყავი. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, ვითომ თეთრი ბოტასებითა და მაისურით რომ მიპოვეს, არის ტყუილი. ამ საქმეზე არავინ დაკითხულა და არც არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა. ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო სუს-ი და „აირზენა“. შემდგომ ციხეში, ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, რომელმაც საკანში შემოსვლისთანავე დამიწყო ცემა, გინება, შუშით ცემა და თავი გამიტეხა. მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის “მხედრიონია.
ციხეში გამიწყვიტეს გარესამყაროსთან კავშირი. ადვოკატებთან ამიკრძალეს კომუნიკაციის უფლება, რომ ვერ დამერეკა და არ მეთქვა ციხეში მომხდარის ამბავი, ასევე არ დამარეკინეს სახალხო დამცველთან. საავადმყოფოში სიმპტომები არ ჩამიწერეს. ამაზე კი პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმესთან ამ ამბავს კავშირი არ აქვსო. იგივე ამ სასამართლოსთანაც, ყველანი რომ მოგვამზადეთ და შემდეგ გადადეთ პროცესი და შემდეგ ისევ ჩანიშნეთ, ჩემს ადვოკატს მოუწია უცხოეთიდან ჩამოსვლა. დრო მოგვეცით, რომ მოვემზადოთ – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
