დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს
„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება.“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი .
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ წაახალისა რადიკალიზმი და შეურაცხყოფა მიაყენა ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება შეუმჩნეველი არავის დარჩება და ისტორია მას თავის სახელს დაარქმევს.
„თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, ტრიბუნიდან, რომელზეც დღესასწაულზე მიწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება.
მან სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ წაახალისა რადიკალიზმი და შეურაცხყოფა მიაყენა ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებას.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს და მან ის, დღეს, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიყენა, რადგან მის მიერ წარმოთქმული ტექსტის შინაარსი აცდენილი იყო პოლიტიკურ რეალობას, ქვეყნის საჭიროებებს და ცალსახად დესტრუქციას ემსახურებოდა.
პრეზიდენტის ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება შეუმჩნეველი არავის დარჩება და ისტორია მას თავის სახელს დაარქმევს, მანამდე კი, ხალხსა და ხელისუფლებას – მოთმინება და მხოლოდ მოთმინება…“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას