დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ ზომებზე –

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ძალადობა უნდა შეწყდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლიოკე რასმუსენის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ზომებზე მუშაობს.
“სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო ქმედება, რათა შეწყდეს სასტიკი ძალადობა ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ ზომებზე,” – წერს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება