დამკვირვებლები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას ლოზუნგით: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ მართავენ

დამკვირვებლები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი ს დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ხმის და მომავლის ქურდები“, „დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „ სამარცხვინოდ გაყალბდა“.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში