დაკავებულ ლევან მარგიანს სასამართლომ ექვსდღიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაკავებულ მხატვარს, ლევან მარგიანს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
-ს თანამშრომლებმა ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლევან მარგიანს, სხვა დაკავებულების მსგავსად, 18 ოქტომბერს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.
როგორც -მ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს სულ 14 ადამიანი დააკავეს. 13-ის მიმართ კი საქმის წარმოება დაიწყო.
დღესვე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი თორნიკე თხილავა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
შსს აცხადებს, რომ თუ ეს ადამიანები მსგავს ქმედებას გაიმეორებენ, მომდევნო ჯერზე სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია