დაკავებულმა აქტივისტმა გია ჯვარშეიშვილმა შიმშილობა დაიწყო

19 ნოემბერს მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებულმა აქტივისტმა, გია ჯვარშეიშვილმა შიმშილობა დაიწყო.
გია ჯვარშეიშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს. მან გუშინ, 21 ნოემბერს, გამართულ სასამართლოზე უარყო პოლიციის ბრალდებები დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით.
ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მაკარაძემ გია ჯვარშეიშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც გია ჯვარშეიშვილის ადვოკატმა, თათია კონიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ის აპირებს პატიმრობის პერიოდი იშიმშილოს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას