დაკავებული ნინო დათაშვილის მოსწავლე აქციაზე მივიდა – “დღეს რუსებმა მასწავლებელი დამიტყვევეს”

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მოსწავლე მივიდა – ახალგაზრდას ხელში ტრანსფარანტი უჭირავს, წარწერით: “დღეს რუსებმა მასწავლებელი დამიტყვევეს”.

ნინო დათაშვილის მოსწავლე საკუთარ მასწავლებელს სოლიდარობას უცხადებს და “პირველებთან” ამბობს, რომ ის “რუსული რეჟიმის ტყვეა”.

ნინო დათაშვილზე ე.წ. სასამართლოში ე.წ. მანდატურებმა იძალადეს. ნინო დათაშვილს აქეთ ედავებიან, რომ თურმე მან იძალადა ე.წ. მანდატურებზე. ეს არის ტყუილი. ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს – აცხადებს ახალგაზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება