დაკავებული გიორგი რურუას ოჯახის წევრის თქმით, კაცი პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე პროცესებში არ მონაწილეობდა

4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, გიორგი რურუას ოჯახის წევრი აცხადებს, რომ აქტივისტი ორბელიანზე განვითარებული მოვლენების დროს უკვე სახლში იმყოფებოდა და პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია.

დაკავებული პირის დეიდა ამბობს, რომ ის აქციაზე გიორგი რურუასთან ერთად იყო და საღამოს 9 საათზე სახლში ერთად მივიდნენ.

გაურკვევლობაში ვიყავით ვინ აიყვანა, რა მუხლით აიყვანეს, რა ბრალი წაუყენეს აყვანის დროს, არაფერი არ ვიცი, არაფერი არ შეუტყობინებიათ ოჯახისთვის. აი ამ დრომდე გაურკვევლობაში და გაუგებრობაში, ჭკუაზე არ ვარ, რა ხდება ჯერ კიდევ ერ ვიცი.

ზღაპარი იქნება, რომ მას სისხლის სამართლის მუხლით წარედგინოს ბრალი იმიტომ, რომ ნამდვილად არ მიუღია იმ დაწვებში, იმ სროლებში მონაწილეობა. ჩვენ უკვე სადღაც 9 საათზე სახლში ვიყავით, 10-ის წუთებზე და ეგ მოხდა მე მერე, მე მგონი იმიტომ, რომ სახლში მოსულები, უკვე კაი დრო იყო გასული, დასაწოლად… მაშინ ვნახეთ Facebook-ზე, რომ გადაუწვიათ რაღაცა კაფე,” – ამბობს დაკავებულის დეიდა. 

შეგახსენებთ, რომ -მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებს ედავება.

ასევე, შსს-მ კიდევ 2 პირზე ძებნა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – The New York Times-ში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დაკვეთილი სტატია დაიბეჭდა, სადაც გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები, დაზარალებულის პოზიციები კი გადმოცემულია აბსტრაქტულად – სტატიას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან

ევროპარლამენტარი მატიაჟ ნემეცი – ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეზღუდვების მიმართვა მთავრობის ოფიციალური პირებისკენ