დაიხურა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრული სამსახური

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრული სამსახური მუშაობას წყვეტს 21 ნოემბერს, შუაღამით – დაახლოებით ხუთ წელიწადში მას მერე, რაც მან მაუწყებლობა განაახლა უნგრეთის საზოგადოებისთვის ზუსტი, დამოუკიდებელი ახალი ამბებისა და ინფორმაციის მისაწოდებლად.
თავისი აუდიტორიისადმი მიძღვნილ შეტყობინებაში სამსახური ამბობს, რომ მისი გუნდი “თავდადებით მუშაობდა უნგრეთში აუდიტორიის დემოუკიდებელი ჟურნალისტიკით უზრუნველსაყოფად”.
სამსახურის მასალები ინტერნეტში ხელმისაწვდომი რჩება.
“ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი მკითხველის მხრიდან გამოჩენილი ნდობისთვის, ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.
RFE/RL-ის პრეზიდენტმა, სტივ კაპუსმა დადებითად შეაფასა უნგრული სამსახურის ჟურნალისტების მიერ გაწეული სამუშაო.
“მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენს მისიაში მტკიცედ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანი ფორმებით ახდენდა გავლენას ჩვენს წარმატებაზე და ჩვენ ღრმად მადლიერები ვრჩებით ყველაფრისთვის, რაც მათ ორგანიზაციას მოუტანეს” – თქვა მან.
უნგრულმა სამსახურმა მაუწყებლობა 2020 წელს განაახლა, -ის კონგრესის ეგიდით. მანამდე ის 1950-დან 1993 წლამდე მუშაობდა.
-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) – დამოუკიდებელმა სამთავრობო უწყებამ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს RFE/RL-ს, ამერიკის ხმას და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებს – კონგრესს 5 ნოემბერს შეატყობინა, რომ აპირებდა RFE/RL-ის უნგრული სამსახურის დახურვას. გადაწყვეტილება 21 ნოემბერს შედის ძალაში.
ფორუმი