დაიწყო დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი პორნოვარსკვლავისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმეზე

ნიუ-იორკში დაიწყო -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს სასამართლო პროცესი პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმესთან დაკავშირებით.
ტრამპს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის შეეცადა დაემალა პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის ფაქტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელზეც მან გამარჯვება მოიპოვა.
ნიუ-იორკის შტატის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ტრამპის მხრიდან თაღლითობა ან ფინანსური დოკუმენტების გაყალბება. ეს შეიძლება კვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად, იტყობინება BBC.
დენიელსი ამტკიცებს, რომ მას ტრამპთან სექსი ჰქონდა 2006 წელს და რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა მას ფული გადაუხადა, რათა ეს ამბავი არ გაეხმაურებინა.
დონალდ ტრამპს, რომელიც წლევანდელი საპრეზიდენტო კანდიდატია, თაღლითობის 34 ბრალდება აქვს წაყენებული. ტრამპი უარყოფს რაიმე სამართლებრივ კანონდარღვევას, ასევე უარყოფს, რომ დენიელსთან რომანი ჰქონდა.
სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტებთან ერთად თავი მოიყარეს ტრამპის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა. სასამართლოს შენობის გარშემო დადიოდა სატვირთო მანქანა ექსპრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროშით. ტრამპის ათეულობით მოწინააღმდეგეს ეჭირა ტრანსპარანტები წარწერით „ვერავინ იდგება კანონზე მაღლა“.