“დაიცავით მოქალაქეების უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ” – ომბუდსმენი ხელისუფლებას

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საპოლიციო ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე დაკვირვებას აგრძელებს.
თუ გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც გამოძიებასთან მიმართებით კითხვის ნიშნებს დასვამს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი შეფასებები გვექნება. ამ ამბავთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წლიურ ანგარიშში უფრო ვრცლად იქნება აღწერილი. პირველადი შეფასებები გავაკეთეთ და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცვან ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე – აღნიშნა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო