დაიღუპა 15 წლის ბავშვი, რომელსაც სატვირთო დაეჯახა

თბილისში, ორთაჭალაში, სატვირთო ავტომობილი 15 წლის მოზარდს დაეჯახა. ბავშვი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.