დათო მაღრაძე სააკაშვილზე – „ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება – ჩემი პასუხი არის „აბი, გლუკოზა!“

„ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი , საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს მიერ ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უცნაურია, როცა მის დაწერილ ტექსტზე ამბობენ, რომ მისი დაწერილი არაა.
„უცნაურია, მაგრამ რაც ჩემი დაწერილი არ არის – ლექსი, რომელიც ეძღვნება ბიძინა ივანიშვილს; ლექსი, რომელიც ეძღვნება ჯაბა იოსელიანს; იმაზე დაჟინებით მეუბნებოდნენ, რომ ჩემი დაწერილია. ხოლო რაც ჩემი დაწერილია, იმაზე მეუბნებიან, რომ ჩემი დაწერილი არ არის. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ბოლო განცხადებას „ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“, – აცხადებს მაღრაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნში თავისუფლების შესახებ მთავარი სიტყვები მისი დაწერილია.
“მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას.
მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას”, დავით გამრეკელის შესრულებით. გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები “თავისუფლება დღეს ჩვენი”. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, მე კომისიას ეს მელოდია შევთავაზე. მალე ტექსტის პროექტიც მომიტანეს, რომელშიც ვერ ვიპოვე მთავარი სიტყვები “თავისუფლება დღეს ჩვენი”, ამიტომ ჩემი ხელით ჩავწერე:
„თავისუფლება დღეს ჩვენი,
მომავალს უმღერს დიდებას;
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება”.
ძალიან ვამაყობ, როდესაც ეს სიტყვები მრავალგზის გამეორებული მესმის მოედნებზე და ქუჩებში. არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ახლა მინდა, რომ იცოდეთ. ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ სიტყვები “თავისუფლება დღეს ჩვენი” ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს