დათო გორგილაძე: პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე …

“პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა.
საბუთებიო. მივაწოდე.
გადმობრძანდითო. გადავედი.
ნასვამი ხომ არ ხართო.
ნარკოტიკი ხო არ გაქვთო.
იარაღიო?
მეთქი არცერთი.
ზედაპირულად დაგათვალიერებთო.
დამათვალიერეს.
კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო.
კაი-მეთქი.
წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად
5000 ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო გორგილაძე.