“სასამართლო პროცესზე ვიყავი.
განსასჯელის სკამზე ჩემი მეგობარი იჯდა – უწესიერესი მოქალაქე და კეთილშობილი ადამიანი.
მოსამართლის სავარძელში – მანუჩარ ცაცუა.
ირონიულია წუთისოფელი, ხომ კი?!
მგრძნობიარე კაცი აღმოჩნდა.
არ ველოდი.
როცა მისი ბაგეებიდან უსამართლობა იღვრებოდა (რასაც თავად განაჩენს დაარქმევს ალბათ), დარბაზს წასკდა სიცილი.
[ეგღა დაგვრჩენია].
იწყინა მანუჩარმა.
გააქვავა მზერა ხალხზე, მაგრამ უფრო სივრცეში. შეყოვნდა. ვერ დამალა გულისწყრომა.
შენიშვნებად დაახურდავა.
მას სახეზე ეფინა ბაცი წითწლი ფერი.
გამოცდილი თვალი ამჩნევდა, რომ
ეს არ იყო უჰაერობისგან ან ნაბახუსევისგან დაფენილი.
არამედ რაღაც სხვა წითწლი.
ასეთ წითელს მხოლოდ სინდისი ტოვებს კვალად,” – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.