დათო აბზიანიძე: 2019 წელია, მარცხნივ ყოფილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხოლო მარჯვნივ აგროჰაბის დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი. აკაკი ახვლედიანი იცით ვისი ძმაა?

ბლოგერი დათო აბზიანიძე:
ფოტოზე ხედავთ ბათუმის “აგროჰაბის” გახსნას 🤠
2019 წელია, მარცხნივ ყოფილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხოლო მარჯვნივ აგროჰაბის დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი.
აკაკი ახვლედიანი იცით ვისი ძმაა? — ალექსი ახვლედიანის.
თორნიკე რიჟვაძეს კი ვის სახლში მოხვდა ფილტვში ტყვია, გახსოვთ? — კი, ალექსი ახვლედიანის.
დღეს კი ალექსი ახვლედიანის ძმის “აგროჰაბში” შევარდა ბიძინას სუს-ი “ფასების დასაწევად”.
ასევე დღეს, ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ გერმანიაში ძლივს გაღწეული თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.
ნუთუ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა?
ცნობისათვის, “ეს სუპერმარკეტები კიდევ რაც დღესაა სულ მაგათია, ხომ არ გგონიათ რომ ვინმე სხვისია ან ჩვეულებრივი ადამიანისაა – ისევ მაგათია, ნაცებისაა ყველაფერი. ეს ყველაფერი დაუტოვეს – არ შეხებიან მაგათ და ესენი ეწევიან საბოტაჟს, რომ ეს ფასები ძვირი იყოს და ისიც და ესეც. მაგრამ მოგეხედებათ თქვენც!” – ამბობს “ოცნების” პროპაგანდისტი უცნობი გადაცემაში.