„დათვალა ბ–ნმა ბიძინამ პლიუს–მინუსები და ცოტა გაღიზიანდა, დაინახა, რომ პასუხისმგებლობა მას ეტენება და არა ტექნოკრატ რობოტს“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
„წინასწარ ვამბობ: რასაც დავწერ, მხოლოდ ვარაუდია, თანაც ერთ–ერთი, სხვა ვარაუდებს შორის.
კობახიძემ ბოლო დროს მოქმედების საკმაოდ დიდი თავისუფლება მიიღო ივანიშვილისგან და ეს ეფექტურადაც გამოიყენა. არ ვამბობ იმას, რომ ის ივანიშვილის გარეშე რამეს წარმოადგენს ან მის წინააღმდეგ რამეს იზამს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ცდუნებაა, თუნდაც მონა იყო, როგორც კი ძალაუფლების პატარა ნამცეცს მოგცემენ მეტი ძალაუფლება და გავლენა გინდა.
ივანიშვილი მიყვება კობახიძეს ფაქტიურად ყველა შეთავაზებაზე, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი სოციოპატი რობოტი ჭირდება იმ ამოცანებისთვის, რაც აქვს და ძალიან აწყობს ეგეთი ცივსისხლიანი მანიაკი.
თუმცა, ჩემი აზრით, კობახიძეს მისი გაქანების კვალობაზე ცოტა მეტი მოუვიდა და მეტისმეტად ბევრი გავლენის მოხვეჭა სცადა. რასაც შეუძლებელია ის პარანოიკი არ გაეღიზიანებინა. რა თქმა უნდა, კობახიძემ ივანიშვილი დაარწმუნა, რომ გეპეის გაუქმება ადვილი იქნებოდა და აღუწერა, რა იაფად გამოვლენ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ, რამდენ ბალასტს მოიშორებენ, რამდენი ფული დარჩება შენობების გაყიდვიდან და ა.შ. დაარწმუნა, რომ გართულებები არ იქნებოდა და ყველანაირად მომგებიანი ამბავი იყო, და იმანაც დაუდასტურა.
მერე ვიღაც ქოცებმა ბიძინასთან “გახოდეს“, დაალობირეს, წერილი მისწერეს, კიდევ რა ქნეს დეტალურად არ ვიცი. სავარაუდოდ აუხსნეს, შენს მზეს ვფიცულობთ ბ–ნო ბიძინა, ღმერთკაცი გვგონიხართ და რას გვიშვრებითო.
დათვალა ბ–ნმა ბიძინამ პლიუს–მინუსები და ცოტა გაღიზიანდა, დაინახა, რომ პასუხისმგებლობა მას ეტენება და არა ტექნოკრატ რობოტს. შენ თუ რამის თავი გაქვს, ეკონომიკას და შემოსავლებს გეპეის გაუქმების გარეშე რატომ ვერაფერს უხერხებ და ამდენ ხალხს რატომ მიმხედრებო, სავარაუდოდ ამ კითხვასაც დაუსვამდა თავის ჯაგლაგს.
თან გუშინ ყველა ქოცარხზე მიწყობილი კობახიძის საიმიჯო სიუჟეტები, სადაც ცაში აიყვანეს როგორც დიდი პოლიტიკოსი, გეოსტრატეგი, ქართული ეკონომიკის ბურჯი და ა.შ. წესით უკვე ცოტა გამაღიზიანებელი უნდა აღმოჩენილიყო ივანიშვილისთვის. დაიბარა ან დაურეკა და უთხრა, შენ მგონი მეტისმეტი მოგივიდაო. ამაზე მეტყველებს კობახიძის ცხვირპირი და ვორდინგი დღევანდელ ბრიფინგზე. ასევე ე.წ. განათლების მინისტრის ბლუყუნი.
სავარაუდოდ გეპეის ხალხს უთხრეს, ოქეი, დამოუკიდებლად დაგტოვებთ, მაგრამ შენობების ნაწილს დაემშვიდობებითო და ისინიც ბედნიერად დათანხმდნენ.
ვიმეორებ, ეს მხოლოდ ერთი ვარაუდია.
ჭირი იქა, ლხინი აქა.“

ასევე დაგაინტერესებთ