დათა თავაძე: ძალიან უნდა თქვენს სისტემას „სახარჯ საქონლად“ გვაგრძნობინოს თავი, მაგრამ ეტყობა მაინც არის რაღაც, რასაც ასე ერთბაშად ვერ ვთმობთ… იქნებ ღირსება-მეთქი, რა ვიცი…

“კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აზრით, ადამიანი ჭანჭიკია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცვალო.
მაშინ რატომ ვერ იპოვეთ აქამდე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი?! რატომ?! 😃
თქვენი ეს „ლოგიკა“ მხოლოდ მაშინ იმუშავებდა – თუ ჩვენ დავიჯერებდით, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ჩვენი ჩანაცვლება; ან კიდევ უარესი: თუ ისე დავკარგავდით ღირსებას, რომ უსამართლოდ გამქრალი კოლეგების ადგილებზე დადგომას ვიკადრებდით.
თქვენ ვერ ჩაანაცვლეთ ანდრო – არავინ დათანხმდა მის როლებზე შესვლას.
თქვენ ვერ ჩაანაცვლეთ დოიაშვილი – არავინ დათანხმდა მის თანამდებობაზე მოსვლას.
ძალიან უნდა თქვენს სისტემას „სახარჯ საქონლად“ გვაგრძნობინოს თავი, მაგრამ ეტყობა მაინც არის რაღაც, რასაც ასე ერთბაშად ვერ ვთმობთ… იქნებ ღირსება-მეთქი, რა ვიცი…” – წერს რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში
🔻 დღეს ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნასა და ახალი თეატრის მსახიობების პროტესტთან დაკავშირებით ეკა ჭიჭინაძემ თქვა: “მართლა არ ვიცი რა გიპასუხოთ ისეთ კითხვებს სვამთ. პასუხი არ მაქვს, არ ვიცი მე, რაღაცა ხდებოდა იქ და მე არ ვიცი რატო ჩამოიღეს. არ მომწონს, მომწონს, ეს მე არ მეხება. თქვენ მოიფიქრეთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ჩემთან იყოს დაკავშირებული? კულტურას ბანერების ჩამოღება არ ეხება… არა უშავს, ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან”
🔴 მსახიობების ნაწილმა სოლიდარობის ნიშნად ახალი თეატრი დატოვა. დღეს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ანდრო ჭიჭინაძემაც