დათა თავაძე: მივმართავ თეატრალურის კომფორტში ჩამთბარ “მოღვაწეებს” და მათ, ვინც აქ წერთ …

“მივმართავ თეატრალურის კომფორტში ჩამთბარ “მოღვაწეებს” და მათ,  ვინც აქ წერთ, “დოისთვის არაფერი შეიცვალა და ბევრად მაგარ რამეებს იზამსო” – ძალიან ბევრი რამ შეიცვალა დოისთვის, ძალიან ცუდი რამე მოხდა ქართული თეატრისთვის! (დილა მშვიდობისა! გათენდა! თვალი გაახილეთ!)
ამ რეჟიმმა დღეს თქვა, რომ ფეხებზე კიდია ვის რა ღვაწლი გქონიათ, რომ ამით არაფერი წყდება! ამხნევებთ, დოის, ან რომელიმე ჩვენგანს, მაგრამ დიდი ბოდიში, თქვენი სადღეგრძელოები არავის გვჭირდება:
საქციელს ველით, ველით კი არა,
მოვითხოვთ თითოეული თქვენგანისგან!
აწიეთ ერთი ადგილი და გააკავეთ თქვენი მთავრობის მიმტაცებელი ბანდფორმირება, რომელიც თქვენ მოიყვანეთ! თვალი გაუსწორეთ იმ რეალობას, რომელიც თქვენი შექმნილია, დიახ, თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, უკანონო პატიმრებიც თქვენი ბრალია, მათი გამწარებული მშობლებიც, დარბეული და დასისხლული ხალხიც, წართმეული მომავალიც და უნდა გამოისყიდოთ ეს დანაშაული, თანაც სასწრაფოდ!” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დათა თავაძე.