დათა თავაძე: ზვიად რატიანმა გარეთ დარჩენა ვერ შეძლო – არ შეუერთდა საყოველთაო მორალური გახრწნის პროცესს. გმირია და იმიტომ

რეჟისორი დათა თავაძე:
ზვიად რატიანის წერილი ბოროტი სისტემის გულიდან გვახსენებს, რომ
სინდისის პატიმრები უკვე დიდი ხანია
ჩვენი სინდისის პატიმრებიც არიან.
ჩვენ დუმილი და უმოქმედობაც ამაგრებს მათი ციხის კედლებს.
ისეთი რეალობა გაგვითენა რეჟიმმა, რომ ყოველი ქართველი დილას ან სინდისის ქენჯნით იწყებს, ან სინდისზე უარის თქმით. სხვა გზა არ არსებობს.
ისინი უსამართლოდ დააპატიმრეს, ჩვენ კი ზუსტად იგივე სამართლით (ანუ უსამართლობით) გარეთ დავრჩით.
ნებისმიერი რამ, რაც ოდნავ სიხარულს შეიძლება იწვევდეს, – მაგალითად, ისეთი საბაზისო, როგორიც გადაადგილების თავისუფლებაა, – სამუდამოდ მოწამლულია იმ აზრით, რომ შენ რატომღაც გადარჩენილხარ, ვიღაც კი ციხეში გაუშვეს;
რომ ის მიზეზი, რის გამოც წაართვეს შენი თანამოაზრეები თავის საყვარელ ადამიანებს, წაართვეს მათ გეგმებსა და ოცნებებს, ზუსტად იგივე მიზეზით მოხდა, რის გამოც შენ ხარ შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, გარეთ, გეგმებით, ანუ უმიზეზოდ!
რას უნდა ჰქონდეს გემო?
რა უნდა გვიხაროდეს?
რა უნდა შევქმნათ?
ზვიად რატიანმა გარეთ დარჩენა ვერ შეძლო – არ შეუერთდა საყოველთაო მორალური გახრწნის პროცესს.
გმირია და იმიტომ