დათა თავაძე: ეს არის ახალი საქართველო, რომელმაც ტრადიცია გამოგლიჯა კონფორმიზმს და თავისუფლება ერთმანეთზე ზრუნვაში იპოვა!

“გუშინ ვუყურებდით და ვუსმენდით ერთმანეთს და არა სცენას და ჩახვეულ სიმღერებს, ან ბრიყვულ და ყალბ მოლოცვებს მიკროფონიდან. “ჰაერში დაპირება ტრიალებდა!” და ამაზე დიდი ზეიმი ძნელი წარმოსადგენია! მადლობას ვუხდიდით ერთმანეთს და რაღაცებს მართლა ვპირდებოდით, ერთმანეთის ხელიდან ვჭამდით და განცდა გვქონდა, რომ აქ შეუძლებელია ვინმე უცხო იყოს.
ეს არის ახალი საქართველო, რომელმაც ტრადიცია გამოგლიჯა კონფორმიზმს და თავისუფლება ერთმანეთზე ზრუნვაში იპოვა!
გილოცავთ ახალ წელს და მადლობა ყველას გუშინდელი სუფრისთვის, ციხესთან მისვლისთვის, სტუდენტებს, ვინც თეატრალურის ფოიედან უყურებდნენ ამ ყველაფერის, სათამაშოების მოტანისთვის, სიმღერისთვის და ცეკვისთვის და “ოპერის პადზემკის” გაცოცხლებისთვის და მერე ამ ყველაფრის დალაგებისთვის და ამ ყველაფრის თავზე მაინც ჯიუტად და პრინციპულად იმ მთავარი მოთხოვნების გაჟღერებისთვის, რამაც აქ მოგვიყვანა!
ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, ისღა დაგვრჩენია ჩვენი გამარჯვება მომავლის ისტორიაში ჩავწეროთ!” – წერს რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“