დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა – ირაკლი ჩინეთის პრემიერს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ ჩინეთში, ქალაქ შანხაიში შეხვედრა გამართა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი ხუთ მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში, შანხაიში 3 ნოემბერს გაემგზავრა.
კობახიძის ცნობით, ჩინეთის პრემიერს „ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის“ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე“, – წერს კობახიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებითვე, ლი ციანს მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და, თავის მხრივ, დაუდასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.
„ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ურყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით“, – წერს კობახიძე.
„სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.6 პროცენტით გაიზარდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა მან.
„ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით“, – აცხადებს კობახიძე.
ამავე წყაროს ცნობით, ლი ციანმა განაცხადა: „ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის“.
„ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა მან.
მთავრობის პრესცენტის ცნობით, შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მასპინძლობს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი. მთავრობას არ გაუვრცელებია ინფორმაცია პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ.
· ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს სახელმწიფო საბჭოს, რაც წარმოადგენს ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, მინისტრთა კაბინეტს; სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი სი ძინპინია;
· ლი ციანი რანგით მეორეა პარტიულ იერარქიაშიც, – პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში, – პასუხისმგებელია გენერალური მდივნის, სი ძინპინის წინაშე.
· პრემიერი ლი 2017-22 წლებში პარტიის შანხაის ორგანიზაციის მდივანი იყო.
საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრია, არის .